საქართველოში დაგეგმილი არჩევნების გამო, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

საქართველოში დაგეგმილი არჩევნების გამო, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს.

„საქართველოში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისა და გაძლიერებული უსაფრთხოების ნორმების გამო, 27 ოქტომბერს, საღამოს 20:00 საათიდან მოქალაქეებს სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვრის გამარტივებული წესით კვეთის პუნქტებზე არ გაატარებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, ე.წ. საზღვარზე ჩვეული რეჟიმი 29 ოქტომბერს, დილის 06:00 საათზე აღდგება.

banner
წინა სტატიაში“უსუფაშვილი ვარაუდობს და მისი ვარაუდი მისი არის” – სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – არასოდეს მითქვამს, რომ ომი დაიწყო საქართველომ, ეს არის სხვების მიერ თავს მოხვეული