საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის ახალი, „ბრიტანული“ შტამი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა. ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა. მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე მოძიებულია ინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი.

პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამი არ გამოირჩევა ახალი კორონავირუსისგან სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან განასხვავებს მაღალი გადამდებობა, ამიტომ, როგორც იმნაძე ამბობს, უსაფრთხოების ზომების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: თუ ბატონი ფრიდონ ინჯია დათანხმდება პარლამენტში შესვლას, მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს
შემდეგი სტატიახანძარი სამეგრელოში-ცეცხლის 40 კერაა დაფიქსირებული