საქართველოში დაბრუნების დროს არანაირ თანამდებობას არ დავიკავებ

„ეს არის გადასაწყვეტი კანონის და ეს არის გადასაწყვეტი პროკურორის,“ – ასეთია მიხეილ სააკაშვილის პასუხი კითხვაზე, დაიჭერს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, როდესაც საქართველოში დაბრუნდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას არ სურს არავის დაპატიმრება.

„მე არ ვარ ადამიანების ციხეში ჩასმის მომხრე. არც ივანიშვილის, მაგრამ კანონით უნდა დავარეგულიროთ ეს და ჩვენი სუბიექტური გადაწყვეტილება არ უნდა იყოს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო წლებში საქართველოში 3 მილიარდზე მეტი იშოვა და რა თქმა უნდა, ეს შემოსავალი კითხვის ნიშნებს აჩენს. ამიტომ, მისი თქმით, დეტალები უნდა გაარკვიოს გამოძიებამ და კანონმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის არაფორმალური მმართველი იქნება.

ამაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში დაბრუნების დროს არანაირ თანამდებობას არ დაიკავებს და არ გეგმავს, რომ არაფორმალური მმართველი იყოს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყანას “ძლიერი ხელი” არ სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური სააკაშვილს: აბა ჩვენ რა გავანადგურეთ კომისიაში რომ ვიყავით ?
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ვანოს არგადაყენება იყო შეცდომა