5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

საქართველოში დაბადებულ რუს რეპერს ლიეტუვაში შესვლა აუკრძალეს

ლიეტუვამ რეპერ გიო პიკას, რომელიც ვილნიუსში კონცერტის გამართვას გეგმავდა, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 2031 წლის 19 თებერვლამდე. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივ მედიაში რეპერს ქართველ შემსრულებელად მოიხსენიებენ, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი დაზუსტებულია, რომ ჯიოევი რუსეთის მოქალაქეა.

“საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის წინადადებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ასევე “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” ლიეტუვის რესპუბლიკის კანონის 133-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებისა და ლიეტუვის რესპუბლიკაში შესვლა აკრძალული უცხოელთა ეროვნული სიის შედგენისა და მართვის წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადისლავ კონდრატოვიჩმა, გამოსცა ბრძანება, რომლითაც რუსეთის მოქალაქე გეორგი ჯიოევს ლიეტუვის რესპუბლიკაში შესვლა აეკრძალა 2031 წლის 19 თებერვლამდე”, – ნათქვამია ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ვილნიუსის მერმა ვალდას ბენკუნსკასმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, არ დაუშვას შემსრულებელს ლიეტუვაში შესვლა. მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სულ მცირე შვიდი შემთხვევა აღნუსხა, როდესაც რეპერმა რუსეთში კონცერტი გამართა მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, აეკრძალა შემსრულებლისთვის ლიეტუვაში შესვლა.

როგორც ცნობილია, მომღერალი ვილნიუსში 21 მარტს  გამოსვლას გეგმავდა. გამოცემა Delfi-ს ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ შემსრულეელი “დაიბადა ოსეთის რეგიონში, რომელიც ოკუპირებული იყო ომის დროს და შესაბამისად, არ შეიძლება მისი დაკავშირება რუსეთის პოლიტიკურ, კულტურულ ან იდეოლოგიურ სივრცესთან”.

ორგანიზატორებმა ის წარადგინეს, როგორც “არტისტი საქართველოდან, რომელსაც გასტროლები აქვს ევროპაში, აზიასა და შეერთებულ შტატებში”. საპრეზენტაციო მასალებში ნათქვამი იყო, რომ შემსრულებელი საჯაროდ აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას, გამოდიოდა ომის წინააღმდეგ და თავის შემოქვედებაში ხაზს უსვამს ომის საწინააღმდეგო პოზიციას.

banner
წინა სტატიაშიბაიბა ბრაჟე: ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ ევროპულ არჩევანს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა ეგზისტენციალურია