საქართველოში იანუკოვიჩის დროინდელი მაღალჩინოსანი დააკავეს

საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს უკრაინის გადაყენებული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დროინდელი მაღალჩინოსანი იგორ კირიუშინი, რომელსაც ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
ამის შესახებ განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ.
მას ბრალად ედება დამნაშავეობრივ ქმედებებში მინაწილეობა სახელმწიფო ქონების დატაცების მიზნით.
ლუცენკოს თქმით, კირიუშინი 25 მარტს დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 90-დღიანი პატიმრობა შეეფარდა უკრაინაში მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა „Украинская прада“.

banner
წინა სტატიაშიშოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმი ჩატარდება
შემდეგი სტატიაბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ივნისში გაიხსნება