საქართველოში  ჩრდილოეთკავკასიელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს 

ქართველმა მესაზღვრეებმა ჩრდილოეთკავკასიელი ფრილანსერი ჟურნალისტი ასლანბეკ დადაევი საქართველოში არ შემოუშვეს. დადაევი “რადიო თავისუფლებისთვის” წერს.

სასაზღვრო პუნქტში ჟურნალისტს უთხრეს, რომ მისი ვიზიტი “სასურველი არ არის”, ამავე დროს, სხვა განმარტება არ გაკეთებულა.

ჟურნალისტი მომხდარს თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. ის მესაზღვრეების გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს – “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

ჟურნალისტის თქმით, მან მომხდარის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს მიღმას” უკვე მიაწოდა.

banner
წინა სტატიაშიტაჯიკეთში ციხის ბუნტის დროს 25-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა 
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე დაიღუპა