საქართველოში ჩეხეთის ელჩი – სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა სამარცხვინოა და სამართლიანად უნდა იქნას გამოძიებული

სალომე ზურაბიშვილზე გუშინდელი თავდასხმა სამარცხვინოა და სამართლიანად უნდა იქნას გამოძიებული. ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე გუშინდელი თავდასხმა სამარცხვინოა და სამართლიანად უნდა იქნა გამოძიებული, როგორც ყველა სხვა თავდასხმა და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ყველა პიროვნება თანასწორია კანონის წინაშე. სამართლიანი და დროული სასამართლო პროცესის უფლება საქართველოს კონსტიტუციაშია”, – წერს კუბერნატი.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებებზე: ხელს არაფერს მოვაწერთ იმისთვის, რომ ხმამაღალი აპლოდისმენტები მივიღოთ უკრაინის პრეზიდენტი
შემდეგი სტატია„ძალიან დამწუხრებულია“ – რატომ გაბრაზდა თინათინ ბერძენიშვილი ვასილ მაღლაფერიძეზე – კულუარები საზმაუდან