30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

საქართველოში ჩაის პლანტაციების ფართობი ათ წელში განახევრდა

საქსტატის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მონაცემებით, ბოლო ათ წელში საქართველოში მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის ფართობი მნიშვნელოვნად — 60.6%-ით გაიზარდა. 2024 წლის ოქტომბრისთვის ქვეყანაში მრავალწლოვანი ბაღები 176 ათას ჰექტარზე იყო გაშენებული, მაშინ როცა 2014 წელს ეს მაჩვენებელი 109 ათას ჰექტარს შეადგენდა.

მიუხედავად საერთო დადებითი დინამიკისა, ზოგიერთი ტრადიციული კულტურის მიმართულებით მკვეთრი კლება ფიქსირდება:

ბოლო ათ წელში ქვეყანაში ჩაის ფართობები 2.2-ჯერ (განახევრდა) შემცირდა. თუ 2014 წელს საქართველოში 4.6 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაცია იყო, 2024 წლისთვის ეს ციფრი 2.1 ათას ჰექტრამდე დაეცა.

კლების ტენდენცია ფიქსირდება ციტრუსის მიმართულებითაც, რომლის ბაღების ფართობიც ათწლიან ჭრილში ასევე შემცირებულია.

banner
წინა სტატიაშიმევლუდ მელაძე: ქუჩაში დრიფტაობისთვის მართვის მოწმობა სამუდამოდ უნდა ჩამოერთვათ
შემდეგი სტატიარადოსლავ სიკორსკი: ფაზა, როდესაც ომში ინიციატივას რუსეთი ფლობდა, დასრულდა