საქართველოში ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის ეფექტურ გამოყენებაზე მუშაობა იწყება – პრემიერი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, საქართველოში ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის ეფექტურ გამოყენებაზე მუშაობა იწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“ჩვენ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, ვიწყებთ მუშაობას სრულიად ახალ მიდგომაზე, რომელიც ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას ჩვენი წიაღის უფრო ეფექტურად გამოყენებისა, ისე, რომ მოხდეს მაქსიმალურად გათვალისწინება გარემოსდაცვითი ასპექტების და ასევე, ძალიან ბევრი სხვა ასპექტის, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების.
ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით და შემდეგი ეტაპი იქნება საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელოვნად შეცვლა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის, მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ჩართოს ეს ბუნებრივი რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.” განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპეკინის გამზირზე ”დელფოსის” მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატია„გაზპრომიდან“ საქართველოს საკმარისი ანაზღაურება აქვს იმაში, რა სერვისსაც წევს – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე