საქართველოში ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) გავრცელება მცირდება

საქართველოში ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) ვირუსის გავრცელების კლება ფიქსირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კლება ფიქსირდება არამხოლოდ ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, არამედ ჰოსპიტალიზების მხრივაც.

„კლება დაფიქსირებულია, თუმცა არა მკვეთრი, დაახლოებით ერთ დიაპაზონშია. ყოველი შემთხვევისთვის, მატების ტენდენცია არ არის. შემცირება არის, როგორც ავადობის, ისე მნიშვნელოვანი კლებაა ჰოსპიტალიზეის მაჩვენებლით. ასევე სასწრაფოს გამოძახებები იკლებს. სერიოზული შემცირება ფიქსირდება 24 საათიან რეჟიმში მომუშავე პირველადი ჯანდაცვის ცენტრებშიც მიმართვიანობის კუთხითაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ზუსტი მონაცემები სეზონის ბოლოს გამოქვეყნდება. ფატალურად კი, ლაბორატორიულად დადასტურებული ე.წ. ღორის გრიპის 20 შემთხვევა დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური სპექტრი მკვეთრად პოლარიზებულია- ხათუნა სამნიძე NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს
შემდეგი სტატია“ეს სამარცხვინო რეიტინგები დაწერილი არის “ოცნების” ოფისში” – “ლეიბორისტები” NDI-ის კვლევის შედეგებს არ ენდობიან