საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 505 პირი ემსხვერპლა.

მისივე თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 282 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 282 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 710 თბილისში, 239 იმერეთში, 78 კი აჭარაში გამოვლინდა