საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 894-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 565 პირს დაუდასტურდა, 2 285 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა” დღეს მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს