საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 64 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 64 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 679-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 201 პირს დაუდასტურდა, 4 098 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიალახამულის უძველესი ოთხთავი, რესტავრაციის შემდეგ, სვანეთს დაუბრუნდა