საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა

region
ავტ.: region დეკემბერი 21, 2020 11:00

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 140 პირი ემსხვერპლა.

ბერდია სიჭინავას განმარტებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 811 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 227 პირი.

20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 599, გარდაიცვალა 39 პაციენტი.

region
ავტ.: region დეკემბერი 21, 2020 11:00

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics