საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 276 პირი ემსხვერპლა“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 699 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 737 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 737 პაციენტი
შემდეგი სტატიაშსს-მ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 489 ფაქტი გამოავლინა