საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 688-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 061 პირს დაუდასტურდა, 1 654 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 24 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 617 შემთხვევა გამოვლინდა, 869 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიამიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა: შსს-მ თურქეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკების მოქალაქეები დააკავა