საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 916-ს შეადგენს.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 189 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 15 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 1 177 პირს დაუდასტურდა, 837 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.