საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 987 -ს შეადგენს.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 987 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

banner
წინა სტატიაშირუსთავში 12 წლის მოზარდი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 792 პაციენტი