საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 394-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 392 პირს დაუდასტურდა, 531 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიშსს – რუსთაველის გამზირზე 100 პირი დავაკავეთ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა