13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

“საქართველოში ბევრმა არ იცის… მიშა და ვარდების რევოლუცია კუბში რომ აიყვანო ეგეთი ამბავია”- ბექა კობახიძე

“საქართველოში ეს ბევრმა არ იცის და ელ სალვადორში დიდი ექსპერიმენტი ტარდება. 2019 წელს ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს 38 წლის ნაიბ ბუკელე, წარმოშობით პალესტინელი. ქვეყანას ჩამოშლილი ეკონომიკა ჰქონდა და კრიმინალი ბატონობდა.

ბუკელე დემოკრატიულად გახდა პრეზიდენტი და მემარჯვენე ავტორიტარიზმი დაამყარა, რომელსაც სრული სახალხო ლეგიტიმაცია აქვს.

მიშა და ვარდების რევოლუცია კუბში რომ აიყვანო ეგეთი ამბავია. აგერ ერთი სტადიონი ხალხი დაიჭირა და კოლექტიურად ასამართლებს. ქმნის მაქსიმალურად ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს. მგონი პირველი სახელმწიფოა სალვადორი, სადაც ბიტკოინები ოფიციალურ ვალუტად ცირკულირებს. ყველა მიმართულებით მიდის მოდერნიზაცია. წესრიგი დამყარდა, ეკონომიკა იზრდება, ხალხი მხარს უჭერს. ძალიან მაინტერესებს ეს ყველაფერი რით დამთავრდება.
მსოფლიო ისტორიაში ყველაზე წარმატებული ნახტომები მსგავსი მეთოდებით გაკეთდა: მეიძის მმართველობა იაპონიაში (1869-1912), ლი კვან იუ სინგაპურში (1960-იანებიდან 2000-იანებამდე), სამხრეთ კორეის მემარჯვენე დიქტატურები და ა.შ.

სულ თვალს ვადევნებ, მგონია რომ რაღაც ეტაპზე რეალობის განცდას დაკარგავს და გარეკავს ბუკელე. ჯერჯერობით არ გაურეკავს, უკვე მეშვიდე წელია”,_ წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი ბექა კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ირანში ვერ გაურკვევიათ, ვინ არის მათი ლიდერი, არ იციან
შემდეგი სტატიაჰერჩინსკის განცხადებაში აშკარად იგრძნობა და იკითხება “დიფ სთეითის” ხელწერა – კირცხალია