საქართველოში ბავშვების პირველ კლასში შესვლის ასაკი შეიცვალა

2024 წლიდან საქართველოში ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვის მინიმალური ასაკი შეიცვალა . კერძოდ, ბავშვები, რომლებსაც 2024 წლის 1 დეკემბრამდე შეუსრულდებათ 6 წელი, სკოლაში შესვლას შეძლებენ.

რეგისტრაციის პროცედურა არ იცვლება. როგორც ადრე, ის ზაფხულში დაიწყება და ონლაინ სამ ტალღად ჩატარდება.

საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მშობლებს აქვთ უფლება, აირჩიონ, შეიუვანონ თუ არა ბავშვი სკოლაში ექვს წლამდე, თუ დაელოდონ კიდევ ერთი წელი.

2023 წელს საქართველოში პირველ კლასში მიიღეს ბავშვები, რომლებსაც 1 ნოემბრამდე შეუსრულდათ 6 წელი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი უკრაინის დახმარების ალტერნატიულ პაკეტზე მუშაობს
შემდეგი სტატიაწელს საქართველოში მოსახლეობის აღწერა ჩატარდება