რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება. ალიევი თბილისში, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოფრინდება.
გამოცემა წერს, რომ ცნობით, თბილისის ცენტრში აზერბაიჯანის დროშებია გამოფენილი, რაც მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტზე მიანიშნებს. გამოცემა წერს, რომ ილჰამ ალიევის ვიზიტი ემთხვევა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების ფაქტს. სადიგოვს აზერბაიჯანში სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრება, ბაქო კი მის გადაცემას 2024 წლიდან ითხოვდა.
















