საქართველოში ავსტრიის საელჩო გაიხსნა

საქართველოში ავსტრიის საელჩო გაიხსნა. ოფიციალურ ღონისძიებას ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი, ელჩი მიხაელ ლინჰარტი დაესწრო, რომელმაც ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირებთან შეხვედრა გამართა.

მისი თქმით, ავსტრიის საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაძლიერებას.

“სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ევროპული მისწრაფებების მიხედვით, საქართველოს რეგიონი მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ის რჩება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში პრიორიტეტულ ქვეყნად”, -განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანმა.

ქართული მხარიდან საელჩოს გახსნას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ესწრებოდა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ავსტრიის საელჩოს გახსნა თბილისში ნიშნავს იმას,რომ საქართველო არის საინტერესო და სტაბილური ქვეყანა ევროპისთვის.

“ავსტრიის საელჩოს გახსნა,იმ დროს როდესაც სხვა ევროპის ქვეყნებში საელჩოები იხურება, ნიშნავს იმას,რომ საქართველო არის საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანა ევროპისა და არა მართო ევროპისათვის.ჩვენ ვიმედოვნებთ,რომ დღევანდელი დღე იქნება ჩვენი,ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების დასაწყისი” , – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ა

ვსტრიის საელჩო გრიბოედოვის ქუჩის 31 ნომერში განთავსდა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობას