საქართველოში ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვლენ

26 ივნისს საქართველოში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრილიუს ლანდსბერგისი და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოგდან აურესკო ჩამოვლენ.

მინისტრები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მანდატით, 25-26 ივნისს, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ეწვევიან.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრები პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდებიან.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, 26 ივნისს, კი თბილისში, ევროკავშირის დელეგაციის ოფისში პრესკონფერენციას გამართავენ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი ხაზარაძის ინიციატივაზე: ხაზარაძის განცხადება არასერიოზული და ნაჩქარევია
შემდეგი სტატიაზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლაზე: ჩვენი კარგი კომუნიკაციის შედეგია