საქართველოში აშშ-ის საელჩო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს კორონავირუსის კრიზისთან ბრძოლისათვის მადლობას უხდის

საქართველოში აშშ-ის საელჩო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს კორონავირუსის კრიზისთან ბრძოლისათვის მადლობას უხდის.

საელჩო ინფორმაციას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„დღეს გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებში. ისინი მხარდამხარ მუშაობენ ამ კრიზისთან ბრძოლის წინა ხაზზე, რათა საქართველომ უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლოს „კოვიდ-19“-თან გამკლავება. ასეთი პროფესიონალების გამბედაობისა და თავდადების წყალობით ხდება ვირუსის გავრცელების შეკავება, ქვეყნის მიერ კრიზისის დაძლევა და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

banner
წინა სტატიაშითბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დასრულდა
შემდეგი სტატიაკასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში 12 პირისთვის აღებული ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა