საქართველოში აშშ-ის საელჩო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 10, 2019 18:08

საქართველოში აშშ-ის საელჩო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება

მნიშვნელოვანი

  • საქართველოში აშშ-ის საელჩო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება

სხვა სტატიები

საქართველოში აშშ-ის საელჩო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 ივნისს გაიმართა და არ აღიარებს არც მის შედეგებს.

„ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორისაა, მისი ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. არჩევნებში პარტია „ედინაია ოსეტია“ ლიდერობს.

ე.წ. არჩევნების შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 10, 2019 18:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics