სენატორი დეინსი შეხვდა სალომე ზურაბიშვილსა და პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, რათა განეხილა აშშ-სთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა, ასევე შეშფოთება ოპოზიციური ლიდერების ამასწინანდელი დაკავების გამო და საქართველოსთვის დასავლური კურსის აუცილებლობა, ქვეყანაში სტაბილურობისთვის და დემოკრატიის განვითარების უზრუნველსაყოფად, – წერია საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდზე და ფოტომასლას ავრცელებს.