საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

14-15 იანვარს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. 14-15 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია თოვა, ხოლო მაღალმთაში ქარბუქი. ქვეყნის დაბლობსა და ბარში ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, ზოგან კი 17-22 მეტრი იქნება. “დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ დღისით ტემპერატურა 7-12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 15 იანვარს – 5-10 გრადუსის ფარგლებში. დღეს დასავლეთ საქართველოში 18 გრადუსია. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ დღისით 9-14 გრადუსი დაფიქსირდება, 15 იანვარს – 5-10 გრადუსი; 16 იანვარს – 6 გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში კი 15 იანვარს ყინვა იქნება – -9 გრადუსი; 16 იანვარს კი -16 გრადუსი. თბილისში ხვალ, დღისით 10 გრადუსია მოსალოდნელი, 15 იანვარს – 9 გრადუსი, 16 იანვარს კი 6 გრადუსი”, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ. მისივე განმარტებით, 16 იანვარს საქართველოში ნალექი შეწყდება, თუმცა ბარში ღამით ყინვაა მოსალოდნელი. კერძოდ, -3+2 გრადუსის ფარგლებში, ზოგან – 6 გრადუსამდე; უშუალოდ თბილისში -1 გრადუსი ყინვა იქნება. 17-18 იანვარს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით 20 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 14 გრადუსამდე გათბება.

banner
წინა სტატიაშიჯერ-ჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა ბუნებრივ აირს კომერციული სექტორი შეღავათიან ფასად
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ლიტვის თავისუფლების დაცვის 25 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს