8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

20 ოქტომბრის ღამის საათებიდან – აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის ჩრდილოეთ მთიან რაიონებში, ასევე შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, ზოგან – ძლიერი ინტენსივობით. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს მდინარეებზე – ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე, იორსა და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე – ცალკეული მონაკვეთების დატბორვა (საფრთხის დონე საშუალო).

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: ვახო სანაიასა და ჟურნალისტების სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში
შემდეგი სტატიაGlobal Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია