საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საღამოს და ხვალ საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოს მთიან ნაწილში თოვლი. იქროლებს ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი იქნება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 23 აპრილის დღის პირველ ნახევარში შედარებით გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოში, გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს ძლიერი ქარი.

24 აპრილს კი, კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილმა უნგრეთის მხარესთან თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: “ჩვენ ვერ ვივლით ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით”