საქართველოში ამინდი გაუარესდება

25 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, კახეთის რეგიონში 27 მაისის დღის მეორე ნახევრამდე, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით.

აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში იქნება ზოგან ძლიერი წვიმა, ასევე შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშიგოლეთიანი – მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ 26 მაისს მივიდნენ არა აღლუმზე, არამედ ჩვენთან
შემდეგი სტატიაევროკავშირში ბელარუსის ელჩი ბრიუსელში დაიბარეს