საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დასაცავად.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს პარლამენტის ძალისხმევას, უზრუნველყოს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლოზე არასათანადო ზემოქმედებასა და არაფორმალურ მმართველობას. იმისათვის რომ ამაღლდეს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს გამჭვირვალე სამართლებრივი ჩარჩო. ეს ჩარჩო უნდა განსაზღვრავდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, შემდგომში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ძალისხმევას მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური სამართალწარმოების საკითხების განხილვის კუთხით. ჩვენ ვურჩევთ სამუშაო ჯგუფს, დაეყრდნოს საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებს, რომელიც უზრუნველყოფს გააზრებულ სამოქმედო გეგმას რეფორმისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ სამუშაო ჯგუფს, შეიმუშავოს გამჭვირვალე დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც ეფუძნება მკაფიო და ობიექტურ საგამოძიებო პროცედურებსა და მტკიცებულების სტანდარტებს. დისციპლინური სამართალწარმოების გამჭვირვალობის ზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებასა და სასამართლო სისტემის ობიექტურობისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა გენერალ კურტის სკაპაროტთან ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილა
შემდეგი სტატიამურთაზ ზოდელავა: გუბერნატორი შონია უნდა დააკავონ (video)