საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული და მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : როცა შიდა გადაცემა გვაქვს, დღეში თუნდაც 18-20 ახალი შემთხვევა ტრაგედია არ არის