საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 539 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 178 გამოჯანმრთელდა

news
ავტ.: news აპრილი 30, 2020 10:27

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 539 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 178 გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 22 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 178 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5256 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

news
ავტ.: news აპრილი 30, 2020 10:27

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics