ის საქართველოში, ალბათ, ვეღარასოდეს ვეღარ ჩამობრძანდება – ზვიად კვაჭანტირაძე იური ლუჟკოვზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის ვიზიტს ეხება, თბილისში ეხმაურებიან. მმართველ გუნდში ლუჟკოვის პროვოკაციულ ქმედებებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ქართული ოცნების დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე, ამბობს, რომ ლუჟკოვის ვიზიტი იყო პროვოკაციული და ის საქართველოში ვეღარ ჩამოვა.

მისი თქმით, ქართული მხარე რუსეთისგან და მისი მოქალაქეებისგან კანონის პატივისცემას ითხოვს.

„ლუჟკოვის ბედიღბალით რომ დაინტერესდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლუჟკოვი არ იყო აქ, როგორც ჩვეულებრივი კერძო პირი ჩამობრძანებული. მისი ვიზიტი აშკარად ქმნიდა პროვოკაციულ ფონს. ჩვენ ვითხოვთ კანონის პატივისცემას და არა ისეთ განცხადებებს, როგორც ლუჟკოვმა განაცხადა, რომ „მე მესმის რომ დავარღვიე კანონი, მაგრამ ამისთვის მიმიფურთხებია“. ეს იყო, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელი. ის საქართველოში, ალბათ, ვეღარასოდეს ვეღარ ჩამობრძანდება,“ – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

იური ლუჟკოვის შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება.

უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური თბილისი განაგრძობს პროვოკაციებს, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესს ხელს უშლის.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასაგები მიზეზების გამო, ვერ გაბედა ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ კანონთან მიმართებაში სანქციების რეალურად ამოქმედება და ლუჟკოვის მიმართ “ვერდიქტი” მხოლოდ მოსკოვის ყოფილი მერის “სტუმართმოყვარე საქართველოდან” გამგზავრების შემდეგ აამოქმედა”.

banner
წინა სტატიაში”გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე“ – ”სილქნეტი” აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის გაძვირების შესახებ აფრთხილებს
შემდეგი სტატიაკონსტიტუციის პროექტი – გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობა გაფართოებული ფორმატით შეიკრიბება