საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდეც ერთი ადამიანი დაიღუპა

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდეც ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით დაღუპული მეშვიდე პაციენტი 83 წლის მამაკაცია.მამაკაცი უმძიმესი მდგომარეობით მათ კლინიკაში 4 აპრილიდან მკურნალობდა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.

ამავე მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე ზახაროვას მიმართავს
შემდეგი სტატიაორი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა