კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა საქართველოში

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 216.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ექვს პაციენტს არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ერთი პაციენტი 80 წელს გადაცილებულია და თანმხლები დაავადება აქვს , ამ შემთხვევაში პროგნოზი შეიძლება არაკეთილსაიმედო იყოს