საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 16 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 16 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5025 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Gilead-ს კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცა
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი პრაღიდან განხორციელდება