საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 15 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 15 შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ​667 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 383 პაციენტი. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4233 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 373.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიკუბილიუსი სანქციებზე: თუ “ოცნება” ჩვენს ნდობას ვერ შეინარჩუნებს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს