საქართველოში აცრის საშუალო დღიური მაჩვენებელი 12-14 ათასამდე შემცირდა

ბოლო ოთხ დღეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 54 784 ადამიანი აიცრა. ბოლო რამდენიმე დღეა, აცრის საშუალო დღიური მაჩვენებელი 12-14 ათასის ფარგლებშია. ბოლო 24 საათში 12 778 ადამიანი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 715 073 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 963 663 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.9%. სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 26.3%.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – „ოცნება“ პირდაპირ ძალადობით ცდილობს, რომ არჩევნების შედეგი გაიფორმოს
შემდეგი სტატიაანა ბიბილაშვილი – ადამიანებს ამ ქალაქში არაფერს ეკითხებიან