საქართველოში 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადის Demo Day გაიმართა

 

27 ივნისს თბილისში 8 სტარტაპმა ინდუსტრიის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, 500 Global-ის ქსელის პარტნიორებს, ბაზრის ლიდერებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს საკუთარი ბიზნესები გააცნეს. 

500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, საქართველოში 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადის ფარგლებში Demo Day გამართა.  12 კვირიანი ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ, 5 ქვეყნის 8 სტარტაპმა საკუთარი ბიზნესი ფართო აუდიტორიას გააცნო.

500 Global in Eurasia  მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტარტაპების გაძლიერებასა და მათი სრული პოტენციალის ათვისებას ევროპისა და აზიის რეგიონში, მისცეს მათ წვდომა ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტზე, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება. პროგრამის ფარგლებში, დამფუძნებლები ესწრებიან მენტორებთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს, სადაც მუშაობენ საკუთარი ბიზნესის სწრაფი ზრდის, განვითარებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე. Demo Day კი სთავაზობს მათ პლატფორმას, საკუთარი სტარტაპის ლოკალური და საერთაშორისო ექსპერტებისთვის, ეკოსისტემის სტეიკჰოლდერებისთვის, ბიზნეს ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გასაცნობად.

500 Global in Eurasia-ს მეექვსე ნაკადის მონაწილეები არიან:

Clustr

Clustr ქმნის კვლევაზე დაფუძნებულ საინვესტიციო პლატფორმას web3-ის მომხმარებლებისთვის. ის აანალიზებს ყოველი ვალუტის უკან მდგარ რისკებს და იცავს ინვესტორებს ფიშინგისგან. ამასთან, Clustr ერთიან სივრცეში აერთიანებს მომხმარებლის საფულეს და ეხმარება მას, შექმნას დაბალანსებული პორტფელი.

YAYA

ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მომხმარებელს აძლევს წვდომას 250-ზე მეტ საბავშვო ცენტრზე ყაზახეთში.

Optimyzee

Optimyzee ჯამურად 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 10 000 სარეკლამო კამპანიაზე გამოცდილი ალგორითმის მეშვეობით, ეხმარება ბიზნესებს, მოახდინონ Google Ads-ის ოპტიმიზაცია.

Raised

შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, დაამყარონ საქმიანი კავშირები წამყვან, წინასწარ შერჩეულ C დონის აღმასრულებლებთან სრულ ან ნახევარ განაკვეთზე თანამშრომლობისთვის, რაც დაეხმარება ბიზნესებს, აირჩიონ მათი საქმიანობისთვის შესაფერისი კანდიდატი და მიაღწიონ წარმატებას.

KatalistAI, Inc.

Katalist ამარტივებს ციფრულ კომუნიკაციას და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ტექსტურ შეტყობინებებს ვიდეოდ აქცევს.

Videopoint

Videopoint-ის პლატფორმა ინსტაგრამის „რილსებს“ Shopify-ს მაღაზიებისთვის სარეკლამო რგოლებად გარდაქმნის და ამის მეშვეობით ზრდის DTC გაყიდვებს.

Helio.AI

ეს არის რეკრუიტინგისთვის შექმნილი პლატფორმა, რომელიც თამაშის მეშვეობით, კომპანიებისთვის კადრების შერჩევის პროცესს უფრო მეტად სწრაფს და ეფექტურს ხდის.

Trag

Trag ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც software-ის ხარვეზების აღმოფხვრასა და განახლებას ავტოპილოტზე ახდენს.

500 Global in Eurasia-ს მეშვიდე ნაკადზე მიღება უკვე მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://500.co/accelerators/500-eurasia.

ინფორმაციისთვის, 2022 წელს 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან ოთხწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა საქართველოში, თბილისში წელიწადში ორჯერ იმართება.

500 Global-ის შესახებ:

 

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 20-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული, რომლებსაც ანტეპრენერობის, ინვესტორობის და წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას
შემდეგი სტატიაგადაიხადე კვირას თიბისით და დაიბრუნე 10% მომენტალურად