16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

საქართველოში 5 მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიას 5 მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ესწრება.

ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I;

სრულიად ბულგარეთის პატრიარქი – უწმინდესი დანიელი;

სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი – უნეტარესი იოანე;

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი – უნეტარესი როსტისლავი;

ამერიკის მიტროპოლიტი ტიხონი.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად იმყოფებიან სხვა ეკლესიების დელეგაციებიც.

სამების ტაძარში უკვე მივიდა კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს.

სამების საკათედრო ტაძარში, წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო და ის სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიკახეთიდან მოქალაქეები პატრიარქის დაკრძალვაზე მიემართებიან
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: იქნებ, ხვალიდან, ერთიანობის დიდებულებამ დათრგუნოს უდიდესი სიძულვილი, რომელიც წალეკვით გვემუქრება