საქართველოში 4 აგვისტოდან მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 3 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რეგიონებში დილის საათებში ნალექია ნავარაუდევი, 4 აგვისტოდან კი, ტემპერატურის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ.

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი შაბათ-კვირას ასეთია:

3 აგვისტოს, საქართველოს ცალკეულ რაიონებში გაწვიმდება. შავი ზღვის სანაპიროზე დილის საათებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში კი, გამოიდარებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, წვიმაა მოსალოდნელი კახეთის ზოგიერთ რაიონში, აგრეთვე სტეფანწმინდაში, გუდაურის მიდამოებსა და ახალქალაქში, ასევე – წალკასა და ბაკურიანში.

4 აგვისტოს მოსალოდნელია ტემპერატურის მატება და უნალექო ამინდი მთელ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 37 გრადუსამდე აიწევს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელები საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაკიევში 119 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან