მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია მზიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა კი დღის საათებში თითქმის ყველგან +35 გრადუსს მიაღწევს.
“რეკომენდებულია გაითვალისწინოთ მოსალოდნელი ცხელი დღეები:
მოერიდეთ მზეზე ხანგრძლივ ყოფნას შუადღის პერიოდში,
გამოიყენეთ მსუბუქი ტანსაცმელი და მზისგან დამცავი საშუალებები,
უზრუნველყავით საკმარისი სითხის მიღება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტემპერატურული ფონი ზაფხულისთვის ბუნებრივია და განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს”,_ წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში.














