საქართველოში 3.1 და 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა

სეისმოლოგიური სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 3.1 და 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

სეისმოლოგიური სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, წუხელ, 23:26 საათზე მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ყაზბეგიდან 31 კილომეტრში, სოფელ გველეთში იყო; 23:24 საათზე კი – ქალაქ გორში.

გველეთში ბიძგების სიმძლავრემ 3,1, ხოლო გორში – 3 მაგნიტუდა შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიvideo-ჩეჩნეთში მოცეკვავე სცენაზე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით ნიკოლეიშვილი დაინიშნა