საქართველოში 27 იანვრამდე ყინვებია მოსალოდნელი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 27 იანვარმდე თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 27 იანვარს, ყინვა გაძლიერდება როგორც ბარში, ასევე მაღალმთიან რაიონებში.

დასავლეთ საქართველოს დაბლობზე და სანაპირო რაიონებში მინიმალური ტემპერატურა დაახლოებით, -7 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ბარს, ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ყინვამ -10 გრადუსსაც გადააჭარბოს.

სააგენტოს ცნობით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინტენსიური თოვა გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაში„თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს
შემდეგი სტატიააშშ-ში თოვლსა და ქარბუქს 18 ადამიანი შეეწირა