მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული, რომ საქართველოში, 2025 წელს ბუნებრივი აირის გაჟონვის, აფეთქების გამო 18 ადამიანი გარდაიცვალა.
„ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი რიცხვი იყო 2020 წელს, როცა მხოლოდ გარდაცვალების შემთხვევების რიცხვმა დედაქალაქის არეალში სამ ათეულს გადააჭარბა, მომდევნო წლებში ეს ციფრები თანდათანობით შემცირდა. საანგარიშო წელს 2024 წელთან შედარებით კი გაიზარდა როგორც უბედური შემთხვევების რაოდენობა, ასევე მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები. განსაკუთრებით საქართველოს რეგიონების მასშტაბით.
ენერგოომბუდსმების სამსახური მიიჩნევს, რომ საჭიროა საინფორმაციო კამპანიის აქტიურად წარმოება, ასევე განაწილების ლიცენზიანტებისაგან გეგმური შემოწმებების განხორციელების შემდეგ, საცხოვრებელ კორპუსებში გაზმომარაგების ქსელების, ასევე, ბუნებრივ გაზზე მომუშავე ხელსაწყოების ახლო პერიოდში მორიგი გადამოწმება, რადგან, შესაძლოა კომპანიის მიერ ჩახსნილი ბუნებრივი გაზის დანადგარები, ისევ იყოს დამონტაჟებული (დაბრუნებული ადგილზე), ან თვითნებურად აღდგენილი გაზმომარაგება, დამრღვევი პირების მხრიდან,“ -ვკითხულობთ ანგარიშში.















