საქართველოში 200 პარტიაა და ყველა ნამდვილად ვერ მოხვდება – ზაზა ხუციშვილი საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაზე საუბრობს

საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გაირკვევა. როგორც ცნობილია, უმრავლესობას 23 წევრი ეყოლება, საპარლამენტო უმცირესობას – 8, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებს” კი – 2. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას პოზიციების შეთანხმებით მიიღებენ და ამ პროცესში “ვენეციის კომისიის” რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებენ.

მმართველ გუნდში ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას და პრეზიდენტის ადმინიტრაციის ბრალდებებსაც პასუხობენ.

„ჩვენ რომ გვინდოდეს ცალსახა გადაწყვეტილების მიღება და სხვის გარეშე მუშაობა, ამის საშუალებას გვაძლევს კონსტიტუციური უმრავლესობა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ძალაფარდობა არის ადეკვატური. პრეზიდენტისთვის შეთავაზებული იყო სამი ადგილი, რა თქმა უნდა, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და ძალიან კარგი იქნება, თუ დროზე შეცვლიან გადაწყვეტილებას და მიიღებენ მონაწილეობას. ამაზე ფართო ფორმატი უკვე წარმოუდგენელია, მათ შორის ის პარტიები, რომელბმაც 3% გადალახეს, ისინიც ჩართულები იქნებიან. საქართველოში არის 200 პარტია, რომელშიც ზოგან თითო ადამიანია და ყველა ნამდვილად ვერ მოხვდება,“ – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიახელისუფლების მთავარი მიზანია,რომ საქართველოში 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდეს-კოტე ჩოკორაია