საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. COVID-19-ით ინფიცირებული მცირეწლოვანი ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფოდა.

“ბავშვის ოჯახი იყო თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს ბავშვთან კორონავირუსი დადასტურდა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკური გამოხატულება არ არის. დადასტურებული კლასტერია, რომლის ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, მშობლები არ არიან დაინფიცირებულები, ამიტომ დედას უწევს ბავშვთან ყოფნა. ამ კლასტერში ყველა კონტაქტი მოძიებულია. ბავშვს არავითარი კლუნიკური გამოხატულება არ აქვს, უბრალოდ ეს არის კვლევის შედეგი“, – აღნიშნა იშხნელმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოში ვირუსის სიპტომებით ოთხი ადამიანი შეიყვანეს
შემდეგი სტატიაორსულის ქალისა და ნაყოფისთვის გრიპის ვირუსი უფრო დამაზიანებელია, ვიდრე კორონავირუსი