საქართველოში 10 აგვისტომდე 40-41 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი

საქართველოში 10 აგვისტომდე 40-41 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი. ამის შესახებ „თაიმერს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ 7–10 აგვისტოს შესაძლებელია 40-41 გრადუსს მიაღწიოს.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7–8 აგვისტოს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35-40 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავრობა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ შშმ სტატუსის ორ მეომარს 3000 – 3000 ლარს გადასცემს
შემდეგი სტატიასაქართველოს სახალხო დამცველმა აგვისტოს ომის შედეგები შეაჯამა